|
Post by Evgeny on Apr 26, 2022 16:31:31 GMT 4
ვთქვათ აქციის ფასი დროის ნულოვან მომენტში $45$ დოლარია. ამავე მომენტში ერთთვიანი გაყიდვის ოფციონი ამ აქციაზე, რომლის შეთანხმების ფასი $50$ დოლარის ტოლია, ღირს $3$ დოლარი. ერთხელ თვის ბოლოს მარტივად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი $2\%$ -ის ტოლია ( $r = 0.02$).
არბიტრაჟის რა შესაძლებლობა არსებობს, ანუ როგორ შეიძლება მივიღოთ ურისკო მოგება?
|
|
|
Post by qristine on May 27, 2022 20:52:15 GMT 4
ვისესხოთ 48 დოლარი და ვიყიდოთ ერთი აქცია და ერთი გაყიდვის ოფციონი. T მომენტში დასაბრუნებელი გვექნება 48*(1+0.02)=48.96 დოლარი. T მომენტში კი მე მექნება ST + max(50 - ST , 0). რაც ST -ს ყველა მნიშვნელობისთვის >= 50. ანუ ყველა ვარინტში მაქვს მინიმუნ 50-48.96 = 1.04 დოლარი მოგება.
|
|