|
Post by Evgeny on Apr 26, 2022 16:28:51 GMT 4
გიორგის სურს დეპოზიტზე შეიტანოს $1000$ ლარი ორი წლით. მან არჩევანი უნდა გააკეთოს ორ - $𝐴$ და $𝐵$ ბანკს შორის. $𝐴$ ბანკში საპროცენტო განაკვეთი $20\%$-ა, პროცენტის ყოველწლიური დარიცხვით, მაგრამ არსებობს დეფოლტის (მთელი თანხის დაკარგვის) რისკი, რომელიც $1/5$ ალბათობის ტოლია. $𝐵$ ბანკში წლიური საპროცენტო განაკვეთი $10\%$-ა, ხოლო დეფოლტის ალბათობა არის მხოლოდ $1/121$.
რომელ ბანკშია ორი წლის შემდეგ მისაღები თანხის საშუალო მნიშვნელობა უფრო მეტი და რამდენით?
|
|
|
Post by თეკლა მამაგეიშვილი on May 26, 2022 17:48:53 GMT 4
|
|
|
Post by zazaelizbarashvili on Jun 7, 2022 1:18:38 GMT 4
A ბანკში მიიღებს 1440 ლარს (პირველი წლის შემდეგ გახდება 1200, მეორე წლის შემდეგ-1440) 4/5 ალბათობით. 1440*4/5=1152. B ბანკში მიიღებს 1210 ლარს (პირველი წლის შემდეგ გახდება 1100, მეორე წლის შემდეგ-1210) 120/121 ალბათობით. 1210*120/121=1200 მისაღები თანხის საშუალო მნიშვნელობა B ბანკში იქნება 48 ლარით მეტი.
|
|