aleksandretchagalidz
სრული წევრი
Die ganzen Zahlen hat der liebe Gott gemacht, alles andere ist Menschenwerk.
Posts: 131
|
Post by aleksandretchagalidz on Mar 25, 2022 21:35:36 GMT 4
როდესაც წერტილების შეკრებას განვიხილავთ, ვიყენებთ აქსიომას:ვთქვათ გვაქვს მოცემული $l$ წრფე და $A$ წერტილი რომელიც მას არ ეკუთვნის (ასეთი აუცილებლად არსებობს). მაშინ არსებობს წრფე რომელიც გადის მოცემულ $A$ წერტილზე და პარალელურია $l$ წრფის და თანაც ასეთი წრფე ერთადერთია. ერთადერთობა გვეუბნება, რომ ორი წერტილის ჯამი მოიცემა ცალსახად. კითხვა:ლობაჩევკსის გეომეტრიაში მაგალითად ერთადერთი ასეთი წრფის ნაცვლად გვაქვს არანაკლებ ორი. რა ხდება მაშინ, ჯამს ცალსახად ვეღარ განვსაზღვრავთ, რა ხდება ამ დროს? ისე უნდა ითქვას, რომ ძალიან საინტერესოა. ამ წერტილების შეკრებაზე ა)ელიპტიკური წირები და ბ)კვადრიკის პარამეტრიზაცია მახსენდება. მეორეს დროს შეგვიძლია წერტილი უსასრულობაში შემოვიტანოთ და ვნახავთ რომ ნებისმიერი ორი პარალელური წრფე იკვეთება ესეც საინტერესო მომენტია ალბათ.
|
|