|
Post by Evgeny on Mar 18, 2022 1:47:45 GMT 4
როდესაც ჩვენ განვსაზღვრეთ გაყოფა, მე განგებ გამოვტოვე ერთი გარემოება. გახსოვთ ალბათ, რომ ნულზე გაყოფას როგორც წესი აზრს მაინც და მაინც ვერ მივცემთ. სინამდვილეში ჩვენს აგებაშიც ეს შემთხვევა უნდა გამოვრიცხოთ.
იქნებ ნახოთ, რა მოხდება, რომ მოვინდომოთ $a/0$ განაყოფის აგება?
ბარემ იქნებ ნახოთ, $0/0$ შემთხვევა თუა რამით უფრო იმედის მომცემი ზოგად შემთხვევასთან შედარებით?
|
|