|
Post by Evgeny on Mar 5, 2022 18:24:02 GMT 4
- რატომ არ არის $[0;1]$ ჩაკეტილი მონაკვეთი $[0,01;2]$ ჩაკეტილი მონაკვეთის ქვესიმრავლე?
- რატომ არ არის $[0,01;2]$ ჩაკეტილი მონაკვეთი $[0;1]$ ჩაკეტილი მონაკვეთის ქვესიმრავლე?
|
|
|
Post by თეკლა მამაგეიშვილი on Mar 7, 2022 0:38:22 GMT 4
1. მოცემულია $A=[0;1]$ და $B=[0,01;2]$ ჩაკეტილი მონაკვეთები. თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ A ჩაკეტილ მონაკვეთში შედის $[0;0,01]$ შუალედი, რომელიც არ ეკუთვნის B_ს. ამიტომაც, ქვესიმრავლეთა პრინციპის თანახმად, A ვერ იქნება B_ს ქვესიმრავლე.
2. მოცემულია $A=[0,01;2]$ და $B=[0;1]$ ჩაკეტილი მონაკვეთები. თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ A ჩაკეტილ მონაკვეთში შედის $[1;2]$ შუალედი, რომელიც თავისთავად არ ეკუთვნის B_ს. ამდენად, ქვესიმრავლეთა პრინციპის თანახმად, A ვერ იქნება B_ს ქვესიმრავლე.
|
|