|
Post by Evgeny on Mar 5, 2022 16:47:52 GMT 4
მოცემულია $f:\mathbb{R}\to [-1; 1]$ ფუნქცია, რომელიც განსაზღვრულია $f(x)=\sin x$ ფორმულით (მისი გრაფიკი სქემატურად მოცემულია მეორე ნაწილის შესაბამისი სავარჯიშოს მე-11 ნახაზზე). გრაფიკის მიხედვით, დაინახეთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან \[f_{\Big\vert\left[-\frac{\pi}{2}; \frac{\pi}{2}\right]}, ~~~f_{\Big\vert [0; \pi]},~~~ f_{\Big\vert\left[-\frac{3\pi}{2}; \frac{5\pi}{2}\right]}\] პირველი და მესამე ბიექციებია, მეორე კი – არა. შევნიშნოთ, რომ $f_{\Big\vert\left[-\frac{\pi}{2}; \frac{\pi}{2}\right]}$ ბიექციური ფუნქციის შექცეული ასახვა (როგორც ეს სასკოლო მათემატიკის კურსიდან არის ცნობილი) აღინიშნება $\arcsin$ სიმბოლოთი.
|
|